Saturday, April 16, 2016

მეცხრე დღე

     დღეს ტრენინგის მეცხრე დღეა. დავასრულეთ  Intel-ის  ტრენინგი. ჩვენი პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე. მოვახდინეთ  პროექტების პრეზენტაცია. ეს ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო ჩემთვის.

მადლობა ჩვენს ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს.

Sunday, April 10, 2016

მერვე დღე

    დღეს გავწერეთ აქტივობები სხვადასხვა  შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის, დავასრულეთ საპროექტო გეგმაზე მუშაობა. შევავსეთ ყველა პუნქტი, პორტფოლიოს საქაღალდე გადავიტანეთ ღრუბლებში, გავეცანით საინტერესო საგანმანათლებლო საიტებს.

Saturday, April 9, 2016

მეშვიდე დღე

    მეშვიდე დღეს გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ამ მონახაზში დავწერეთ ჩვენს მიერ არჩეული შეფასების მეთოდების და ინსტრუმენტების  გამოყენების მიზანი, მოვიფიქრეთ აქტივობები ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, გავწერეთ სასწავლო პროცედურები, ასევე შევიტანეთ საბაზისო უნარ-ჩვევები.

Sunday, April 3, 2016

მეექვსე დღე

    
       დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები. გავაკეთეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის პრეზენტაციის ჩეკლისტი, შემდეგ მოცემული ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით. ჩვენი პრეზენტაცია ავტვირთეთ ღრუბლებში.



Saturday, April 2, 2016

მეხუთე დღე

       დღეს ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, ვიხილეთ თითოეულ სტრატეგიაში შესული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ასევე განვიხილეთ თითოეული სტრატეგიის გამოყენების მიზნობრიობა. შევავსეთ შეფასების გეგმა და შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.