Sunday, March 27, 2016

მეოთხე დღე

   დღეს ვნახეთ ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, გადავხედეთ ზმნებს და დოკუმენტი შევინახეთ კურსის რესურსებში. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას. ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. მოვიშველიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების რჩევების დოკუმენტი. მოვიფიქრეთ კითხვები პროექტისათვის, დავწერეთ ელექტრონულ ღრუბლებში, გავუზიარეთ ტრენერს და ერთმანეთს, მივეცით უკუკავშირი.

მადლობა ყველას!

Saturday, March 26, 2016

ტრენინგის მესამე დღე



     მესამე დღეს მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის საგნობრივი სტანდარტიდან შედეგები და ინდიკატორები (საიტი - ncp.ge), გადმოვიტანეთ გეგმის შაბლონში  და შერჩეული ინდიკატორებიდან გამომდინარე დავწერეთ სასწავლო მიზნები, რომლებიც განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ ჩვენს გეგმაში.

Sunday, March 20, 2016

მეორე დღე

      დღეს  გავიხსენეთ წინა დღის ტრენინგ-მასალა, ვისაუბრეთ პროექტის დაგეგმვის მნიშვნელობაზე. შევქმენით პროექტის პორტფოლიო, შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი. ჩეკლისტის მაგალითზე განვიხილეთ, თუ რა არის ის და როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასებისას. 
ვიმსჯელეთ საპროექტო იდეებზე და ვუპასუხეთ შეფასების წინასწარი დაგეგმვის კითხვებს და გავუზიარეთ ერთმანეთს საპროექტო იდეები, შევჯერდით საბოლოო იდეებზე.  

დიდი მადლობა!

Saturday, March 19, 2016

პირველი დღე

     პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითად სასწავლო კურსს. თავდაპირველად ვნახეთ ინტელის შესახებ ვიდეორგოლი, შემდეგ გავეცანით ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ ნავიგაცია.  ასევე გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის შაბლონს, განვიხილეთ - 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ვნახეთ ახალი საინტერესო საიტი ncp.ge, სადაც მოცემულია ეროვნული  სასწავლო გეგმის პორტალი. შევქმენით ბლოგი და დავწერეთ პირველი სასწავლო დღის რეფლექსია.