დღეს ტრენინგის მეცხრე დღეა. დავასრულეთ Intel-ის ტრენინგი. ჩვენი პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე. მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია. ეს ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო ჩემთვის.
მადლობა ჩვენს ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს.
Saturday, April 16, 2016
Sunday, April 10, 2016
მერვე დღე
დღეს გავწერეთ აქტივობები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის, დავასრულეთ საპროექტო გეგმაზე მუშაობა. შევავსეთ ყველა პუნქტი, პორტფოლიოს საქაღალდე გადავიტანეთ ღრუბლებში, გავეცანით საინტერესო საგანმანათლებლო საიტებს.
Saturday, April 9, 2016
მეშვიდე დღე
მეშვიდე დღეს გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ამ მონახაზში დავწერეთ ჩვენს მიერ არჩეული შეფასების მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენების მიზანი, მოვიფიქრეთ აქტივობები ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, გავწერეთ სასწავლო პროცედურები, ასევე შევიტანეთ საბაზისო უნარ-ჩვევები.
Sunday, April 3, 2016
მეექვსე დღე
დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის პრეზენტაციის ჩეკლისტი, შემდეგ მოცემული ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით. ჩვენი პრეზენტაცია ავტვირთეთ ღრუბლებში.
Saturday, April 2, 2016
მეხუთე დღე
დღეს ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, ვიხილეთ თითოეულ სტრატეგიაში შესული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ასევე განვიხილეთ თითოეული სტრატეგიის გამოყენების მიზნობრიობა. შევავსეთ შეფასების გეგმა და შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
Sunday, March 27, 2016
მეოთხე დღე
დღეს ვნახეთ ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, გადავხედეთ ზმნებს და დოკუმენტი შევინახეთ კურსის რესურსებში. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას. ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. მოვიშველიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების რჩევების დოკუმენტი. მოვიფიქრეთ კითხვები პროექტისათვის, დავწერეთ ელექტრონულ ღრუბლებში, გავუზიარეთ ტრენერს და ერთმანეთს, მივეცით უკუკავშირი.
მადლობა ყველას!
მადლობა ყველას!
Saturday, March 26, 2016
ტრენინგის მესამე დღე
მესამე დღეს მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის საგნობრივი სტანდარტიდან შედეგები და ინდიკატორები (საიტი - ncp.ge), გადმოვიტანეთ გეგმის შაბლონში და შერჩეული ინდიკატორებიდან გამომდინარე დავწერეთ სასწავლო მიზნები, რომლებიც განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ ჩვენს გეგმაში.
Sunday, March 20, 2016
მეორე დღე
დღეს გავიხსენეთ წინა დღის ტრენინგ-მასალა, ვისაუბრეთ პროექტის დაგეგმვის მნიშვნელობაზე. შევქმენით პროექტის პორტფოლიო, შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი. ჩეკლისტის მაგალითზე განვიხილეთ, თუ რა არის ის და როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასებისას.
ვიმსჯელეთ საპროექტო იდეებზე და ვუპასუხეთ შეფასების წინასწარი დაგეგმვის კითხვებს და გავუზიარეთ ერთმანეთს საპროექტო იდეები, შევჯერდით საბოლოო იდეებზე.
დიდი მადლობა!
Saturday, March 19, 2016
პირველი დღე
პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითად სასწავლო კურსს. თავდაპირველად ვნახეთ ინტელის შესახებ ვიდეორგოლი, შემდეგ გავეცანით ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ ნავიგაცია. ასევე გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის შაბლონს, განვიხილეთ - 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ვნახეთ ახალი საინტერესო საიტი ncp.ge, სადაც მოცემულია ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი. შევქმენით ბლოგი და დავწერეთ პირველი სასწავლო დღის რეფლექსია.
Subscribe to:
Posts (Atom)